|
| 1997 |
|---|
თბილისში Car Sharing-ის პროგრამა დღეს ამოქმედდა
| თბილისში საზიარო ავტომობილის (Car Sharing) პროექტი დღეს მთელი დატვირთვით ამოქმედდა. კომპანია „აიქარის“ თბილისში 50 ელექტრომობილი ჰყავს განთავსებული, თუმცა საბოლოო ჯამში პროექტში 3 000 ელექტრომობილი ჩაერთვება. „aicar“-ის მუშაობის მთავარი პრინციპია დაზოგო დრო და ფინანსები. როგორც imedinews კომპანიაში განუცხადეს მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში aicar-ის მანქანა და სასურველი მიმართულებით გადაადგილდეს. ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება. aicar-ის ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია. სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თანხის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი და ის როგორც - კილომეტრების, ასევე დროის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. 1 კმ - 45 თეთრი, 1 წუთი კი - 8 თეთრი ეღირება და ფასის დათვლის დროს გამოანგარიშება ორივე კომპონენტის მიხედვით მოხდება. ეკო მიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის - aigroup-ის პრეზენტაციას 6 აპრილს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
|

08-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
05-07-2019 ისტორიული საკუთრებიდან იურიდიულ სტატუსამდე – “ნენსკრა ჰიდრო“ სვანებს მიწის რეგისტრაციაში ეხმარება |
|---|
|
14-11-2022 მეწარმეებისთვის საზღვარგარეთ საექსპორტო გამოფენებში/კონკურსებში მონაწილეობის თანადაფინანსების პროექტი |
|
01-11-2022 გაცვლითი პროგრამა ბაკალავრებისთვის ამერიკაში |
|
06-03-2019 ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი EBRD-ს პრეზიდენტს შეხვდა |