Netflix-ი ფასებს ზრდის

Netflix-მა ამერიკელ მომხმარებლებს ელექტრონული წერილები დაუგზავნა, რომლითაც შეატყობინა, რომ მაისიდან მათ სტრიმინგის მომსახურებაზე საფასური გაეზრდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Netflix-მა ფასების ზრდის შესახებ მომხმარებელი ჯერ კიდევ იანვარში გააფრთხილა. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ ოდნავ გაზრდილი გადასახადი მათ მეტი სატელევიზიო შოუს და ფილმების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

კერძოდ, საბაზისო მომსახურება 8 დოლარიდან 9 დოლარამდე გაიზრდება თვეში; HD-სტრიმინგის პაკეტი - 11-დან 13 დოლარამდე გაიზრდება; პრემიუმ პაკეტის ფასი კი 14 დოლარიდან 16 დოლარამდე გაიზრდება.