|
| 1763 |
|---|
აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში
| "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", — ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ოდენობის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. 5-წლიანი პროექტის პრეზენტაცია დღეს, 28 მაისს გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ "სურსათი პროგრესისთვის" პროექტის ფარგლებში. იგი 14,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას მოხმარდება. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართული 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის. |

29-05-2019
წყარო: on.ge
|
30-08-2019 გალის რაიონში თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან |
|---|
|
13-05-2019 საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში ყველაზე მეტი 50 და 100-ლარიანია გამოვლენილი |
|
02-05-2019 თბილისის ქუჩებში დღეს ახალი ბრენდის პოსტერები გამოჩნდა — რა არის Dze_Georgian project? |
|
31-05-2019 ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომა გაიმართა |