|
| 1896 |
|---|
კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს
| ახალი, მწვანე MAN-ის მარკის ავტობუსები დღეიდან N71 მარშრუტზე გავიდნენ. აღნიშნული მარშრუტი მცირედით შეიცვალა და ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩისკენ უკვე კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩის გავლით იმოძრავებენ. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდა. უახლოეს პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩაზე დამატებით N50 და N55 ავტობუსებიც ივლიან. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N71 – ვარკეთილიდან, N50 ვაზისუბნიდან, ხოლო N55 – წმ. ბარბარეს უბნიდან მოძრაობს. ავტობუსებით მომსახურებისთვის კოტე აფხაზის ქუჩის 18, 32 და 47 ნომრებთან, ასევე თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ, გაჩერებები განისაზღვრა და შესაბამისი ნიშნები დამონტაჟდა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან ლესელიძეზე ზონალურ-საათობრივიპარკირების ამოქმედება იგეგმება. ამიტომ, დედაქალაქის მერიამ ქუჩის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო. |

29-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
04-11-2022 საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ |
|---|
|
09-02-2023 ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა |
|
30-04-2019 GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის |
|
31-03-2019 ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში რუსეთიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა |