|
| 1748 |
|---|
GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის
| 1 მაისს, 16.00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე გამოცხადდება პროექტის GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის. მოწოდებული იქნება ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებისა და პირობების, იმ აქტივობებისა და საგრანტო კომპონენტის დეტალების შესახებ, რომელზე წვდომაც ექნებათ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს. ღონისძიებაზე ასევე იგეგმება ახალი ვებ პლატფორმის www.geclose2eu.info პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციის გავლას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას. კონკურსში ჩართვა შეეძლებათ იმ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და ინტერიერის დიზაინის-არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ და აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს. აპლიკაციების მიღება 1 მაისიდან - 1 ივნისამდე იქნება შესაძლებელი. |

30-04-2019
წყარო: GEclose2EU
|
02-05-2019 სემეკი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წარმოებას უსწრებს |
|---|
|
03-05-2019 ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდა |
|
04-04-2019 შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი აპტოსის საკონფერენციო დარბაზში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ |
|
17-06-2019 გარემოსდაცვითი სამართლიანობა და ქალთა უფლებები საქართველოში |