საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად ლევან ვეფხვაძე აირჩიეს
ნავიგატორი
2001

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად ლევან ვეფხვაძე აირჩიეს

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ლევან ვეფხვაძის დანიშვნას ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

დღემდე ლევან ვეფხვაძე „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ლევან ვეფხვაძე 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე; 2017 წლიდან დღემდე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2017 წლიდან დღემდე – საქართველოს ბიზნესასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; 2016 -2018 წლებში იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი და დირექტორთა საბჭოს წევრი; 2008 – 2012 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2005 – 2007 წლებში  – საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექცია ტელეკომპანიაში „იმედი“.

„საქართველოს ბიზნესასოციაცია წარმატებებს უსურვებს ლევან ვეფხვაძეს ახალ სარბიელზე და განაგრძობს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობას ახალ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად“, – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ლევან ვეფხვაძე ირაკლი ალსანიშვილს ცვლის, რომელმაც ასოციაცია დაახლოებით ორი კვირის წინ დატოვა.

29-05-2019

წყარო: 1tv.ge

01-04-2019

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“-ს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს

10-05-2023

საქართველოში პირველი სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ ჩატარდება

06-05-2019

"ბანკი ქართუ"-ს ადმინისტრაციის განცხადება

30-05-2019

„ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს"

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ