|
| 2060 |
|---|
საქართველოდან ჭაჭის ექსპორტი 61 პროცენტით გაიზარდა
| 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა 67 პროცენტია. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 216,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი, 572,2 ათას აშშ დოლარს აღწევს, შესაბამისად ზრდა 37 პროცენტს შეადგენს. ამასთან, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6 პროცენტით აღემატება. |

03-06-2019
წყარო: 1tv.ge
|
05-04-2019 გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა |
|---|
|
14-03-2019 ხვალიდან გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სკი კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს |
|
23-12-2022 MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების მოკლე ფილმების კონკურსი შშმპ თემაზე |
|
13-06-2019 აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს |