დღეიდან Bus Lane-სა და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება
ნავიგატორი
1704


დღეიდან Bus Lane-სა და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება

დღეიდან მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები დაწესდა. კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება.

უფრო კონკრეტულად, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა.

კანონის მიხედვით, სამართალდარღვევის ჩადენისას გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს / მფლობელს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის , საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.

ცნობისათვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დეპუტატებმა კახა კუჭავამ და გოგა გულორდავამ მოამზადეს.

03-06-2019

წყარო: bpn.ge

26-10-2022

სტიპენდიები შვეიცარიაში

11-04-2019

სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით SOCAR-ი მოამარაგებს

02-09-2019

კახეთში 5 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა

02-05-2019

ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა

02-05-2019

ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა

26-10-2022

სტიპენდიები შვეიცარიაში

11-04-2019

სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით SOCAR-ი მოამარაგებს

02-09-2019

კახეთში 5 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ