კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
ნავიგატორი
2070

კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

მერიამ თაბუკაშვილის 46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შენობა დაახლოებით 150 წლისაა. ის თავდაპირველად დაწყებით სამხედრო სკოლას, ხოლო შემდგომ კადეტთა კორპუსს ეკუთვნოდა. 1918 წელს კი შენობა კომუნალურ საცხოვრებლად გადაკეთდა. დღესდღეობით ეს არის მეოთხე კატეგორიის ავარიულობის შენობა, რომელსაც დაახლოებით 70 მესაკუთრე ჰყავს.

„თბილისის განვითარების ფონდს რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია მესაკუთრეებთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე შემუშავდეს პროექტი, ხოლო ამ პროექტის საფუძველზე დაიწყოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის შესამუშავებლად განსაზღვრულია დაახლოებით 6 თვე. "მოგეხსენებათ, ეს არის ისტორიული შენობა და ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდებით როგორც პროექტის შემუშავებას, ისე რეაბილიტაციის პროცესს." - აღნიშნა კახა კალაძემ.

05-06-2019

წყარო: imedinews.ge

25-06-2019

ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

11-04-2019

ფინანსთა სამინისტრო: მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმას მხარს უჭერს

15-02-2019

დღეიდან, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება

20-02-2019

თურქეთიდან იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი 24%-ით შემცირდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ