სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წელსაც შემცირდა
ნავიგატორი
1378


სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წელსაც შემცირდა

გასული წლის იანვარ-დეკემბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4 მლნ ტონით შემცირდა.

კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 41.1 მილიონი ტონა შეადგინა. მაშინ როცა 2017 წლის ამავე პერიოდში 41,5 მლნ იყო.

აღსანიშნავია, რომ ტვირთბრუნვის შემცირებაზე სპეციალისტები წლებია საუბრობენ, რასაც სტატისტიკაც მოწმობს. ოფიციალური მონაცემებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2014 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად მცირდება. კერძოდ, 2014 წელს ეს მაჩვენებელი - 46.4 მლნ ტონა იყო; 2015 წელს - 44.2 მლნ; 2016 წელს - 42.3 მლნ; 2017 და 2018 წელს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაბამისად, 41.5 მლნ და 41.1 მლნ ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 11.5 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, გასულ წელს 401.3 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2017 წელს კი ეს ციფრი 389.8 მლნ იყო.

2018 წლის იანვარ-დეკემბერში 2017 წელთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 16.3 მლნ ტონიდან 15.1 მილიონ ტონამდე შემცირდა.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 59,151 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, გასულ წელს 453,938 კონტეინერი, 2017 წელს კი 394,787 კონტეინერი გადამუშავდა.

15-02-2019

წყარო: bpn

13-01-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

03-06-2019

სტუმრობა რაჭის რეგიონში

31-05-2019

მოსწავლეები ფინანსურ განათლებას მიიღებენ

07-11-2022

Call for Concept Notes for Georgian Civil Society Organisations

07-11-2022

Call for Concept Notes for Georgian Civil Society Organisations

13-01-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

03-06-2019

სტუმრობა რაჭის რეგიონში

31-05-2019

მოსწავლეები ფინანსურ განათლებას მიიღებენ


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ