|
| 1800 |
|---|
საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს
| საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს. უწყებამ შესაბამისი ვაკანსია უკვე გამოაქვეყნა. განაცხადების მიღება 8 ივლისამდე იწარმოებს. როგორც ვაკანსიაშია აღნიშნული, მთავარი რისკის ოფიცერს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის დონეზე) ფინანსების ან/და თეორიული ფიზიკის ან/და მათემატიკის სპეციალიზაციით; რისკის კონტროლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ხუთი წლის გამოცდილება; კაპიტალის ბაზრის პროდუქტების / ფინანსური ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა; რისკის კონტროლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი პრინციპების, პოლიტიკის, პროცესების და პროცედურების საფუძვლიანი ცოდნა; რისკების შეფასების რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა. კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და გააჩნდეს კომუნიკაციის საუკეთესო უნარები. „ანაზღაურება დაინიშნება გამოვლენილი საუკეთესო კანდიდატის კვალიფიკაციის და ბაზარზე არსებული კონკურენტული სახელფასო განაკვეთების შესაბამისად”, – აღნიშნულია ვაკანსიაში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტდა. |

13-06-2019
წყარო: 1tv.ge
|
29-05-2019 GEclose2EU-ს კონკურსის დასრულებამდე რამოდენიმე დღე რჩება |
|---|
|
26-01-2023 ენერგეტიკული თანამეგობრობის 2023 წლის საზაფხულო სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო |
|
21-03-2019 „ინტერესის საგანს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგენს“ - ფოთის მერია საგამოძიებო სამსახურის შესვლაზე |
|
30-05-2019 „მოვუწოდებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს" |