|
| 1928 |
|---|
რა თანხას ხარჯავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოეთში საქართველოს რეკლამირებაზე
| 2019 წელს უცხოურ მედიაში საქართველოს რეკლამირებაზე ბიუჯეტით 19 281 000 ლარია განსაზღვრული. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან მიმდინარე წლის 6 თვეში 8 220 444,52 დაიხარჯა. რაც შეეხება გასულ წელს, უცხოურ მედიაში საქართველოს პოპულარიზებაზე ბიუჯეტიდან 19 438 500 ლარი გამოიყო, საიდანაც 19 435 803 ლარის ათვისება მოხდა. აღსანიშნავია, რომ „ბიზნესპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, ბიუჯეტით განსაზღვრული თანხიდან, კონკრეტულად რამდენი დაიხარჯა: ვიდეო რგოლების მომზადებაში, უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორების ჩამოყვანაზე, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებებში საქართველოს რეკლამირებაზე, თუმცა უწყებამ ინფორმაცია დეტალურად არ მოგვაწოდა. რაც შეეხება აჭარას, 2019 წელს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უცხოურ მედიაში რეგიონის რეკლამირებაზე ბიუჯეტიდან 4 988 400 ლარი გამოყო. 2018 წელს კი ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5 880 000 ლარი, საიდანაც 5 539 564 ლარის ათვისება მოხდა. |

03-07-2019
წყარო: bpn.ge
|
28-02-2019 IMF - 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.6 პროცენტიან ზრდას ველით |
|---|
|
12-09-2019 საერთაშორისო გამოფენაზე APIMONDIA 2019 ქართული თაფლი პირველად იყო წარმოდგენილი |
|
07-03-2019 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი ინიციატივის „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ პრეზენტაცია გაიმართა |
|
28-02-2019 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ |