|
| 2542 |
|---|
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი ინიციატივის „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ პრეზენტაცია გაიმართა
| საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი ინიციატივის „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ პრეზენტაცია გაიმართა. „განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონმდებლობით - „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს, ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს განათლების სექტორში ყოველწლიურად. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სექტორი და მიაღწევს 10 - 11%-იან წილს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. |

07-03-2019
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
|
07-03-2019 1-ლი აპრილიდან მთავრობა 50 ათასიდან 2 მილიონ ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა |
|---|
|
05-06-2019 კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა |
|
16-11-2022 2023-24 Global Undergraduate Exchange Program (Global UGRAD) |
|
21-05-2019 სახელმწიფო პროგრამაზე ,,აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა! |