საქსტატი - ივნისში დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაცია კი, 4.3 პროცენტამდე შემცირდა
ნავიგატორი
1865


საქსტატი - ივნისში დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაცია კი, 4.3 პროცენტამდე შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში მინუს ერთი (-1) პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა, მაისში წლიური ინფლაცია 4.7 პროცენტი იყო.

საქსტატის ცნობით, ივნისში წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-27.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-5.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე 1.3 პროცენტით, ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე 0.7 პროცენტით.

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 1.1 პროცენტით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 1.0 პროცენტით.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე 1.9 პროცენტით.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში 20.1 პროცენტით; ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი მატება; დასვენების, გართობისა და კულტურის მიმართულებით ფასები გაზრდილია 5 პროცენტით; ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კი, მომატებულია 2.9 პროცენტით.

03-07-2019

წყარო: 1tv.ge

19-04-2019

მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი

21-02-2019

რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება!

03-04-2023

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

05-09-2019

Pixelart Powerphage

05-09-2019

Pixelart Powerphage

19-04-2019

მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი

21-02-2019

რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება!

03-04-2023

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ