თბილისის მერია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარს გამართავს
ნავიგატორი
1790


თბილისის მერია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარს გამართავს

თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და ტურიზმის სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით სემინარს გამართავს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სემინარი 9 ივლისს იგეგმება.

„დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და ამ სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია პერიოდულად ატარებს მასტერკლასებსა და სემინარებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამჯერად, 9 ივლისს, კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ვგეგმავთ სემინარს, რომელიც შეეხება მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვას, ფასების დინამიკას, კონკურენციას, დატვირთვას, ტურისტულ ელექტრონულ პლატფორმებს, ასევე, სასტუმროების პოზიციონირებას, კრიზისული პერიოდების მართვას, სპეციალურ საბანკო პროდუქტებს, დონორების პროგრამებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა „საქართველოს ბანკს“.

„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები ისაუბრებენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე, რაც დამეთანხმებით, ნებისმიერი ბიზნესისთვის დიდი ხანია, აუცილებლობად იქცა“, – განაცხადა კალაძემ.

მისი შეფასებით, სემინარი ძალიან დაეხმარება მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მენეჯერებსა და თანამშრომლებს.

„მსგავსი სემინარები ორ-სამ კვირაში ასევე ჩატარდება გიდებისთვის და „აერბიენბისა“ (Airbnb) და „ბუქინზე“ (booking) განთავსებული ბინების მეპატრონეებისთვისაც“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

03-07-2019

წყარო: 1tv.ge

11-04-2019

აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება

03-05-2019

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა

31-05-2019

ირაკლი კოვზანაძე: საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს

10-04-2023

ცვლილება აგროდაზღვევის პროგრამაში

10-04-2023

ცვლილება აგროდაზღვევის პროგრამაში

11-04-2019

აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება

03-05-2019

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა

31-05-2019

ირაკლი კოვზანაძე: საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ