ბათუმი Euronews-ის ობიექტივში მოხვდა
ნავიგატორი
1937

ბათუმი Euronews-ის ობიექტივში მოხვდა

ბათუმი, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება Euronews-ის ობიექტივში მოხვდა. გადაცემა Focus-მა ბათუმს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული თუ რატომაა ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება.

რეპორტაჟში ხაზი გასმულია ქალაქსა და ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სწრაფად განვითარებაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე. მსოფლიოში რეიტინგული ტელეარხის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა. ბათუმზე მომზადებულ რეპორტაჟს კი Euronews-ის მილიონობით მაყურებელი, 12 ენაზე, ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობა.

გარდა რეპორტაჟებისა, Euronews-ის მაყურებელი 2017 წლიდან დღემდე ეცნობა აჭარის საიმიჯო ვიდეოკლიპებს, რომელიც ყოველწლიურად და მათ შორის წელსაც, ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემოდა. რეგიონის პოპულარიზაცია ასევე, მიმდინარეობდა Deutsche Welle-სა და BBC-ის ეთერებით.

03-07-2019

წყარო: imedinews.ge

20-10-2023

2024-2025 FULBRIGHT VISITING SCHOLAR PROGRAM

11-07-2019

PIN-მა ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მხარი დაუჭირა ბანაკ „ზეთა“-ს

29-05-2019

Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება

23-03-2023

სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ