Brand Finance-მ მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული საბანკო ბრენდი დაასახელა
ნავიგატორი
2315


Brand Finance-მ მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული საბანკო ბრენდი დაასახელა

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული საბანკო ბრენდების რეიტინგში 5 ჩინური ბანკი მოხვდა. რეიტინგი, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, Brand Finances-ის მიერ არის შედგენილი.

Industrial and Commercial Bank of China

ქვეყანა - ჩინეთი

ბრენდის ღირებულება - 79,8 მლრდ დოლარი

Industrial and Commercial Bank of China-ს 500 ატასამდე აქციონერი ჰყავს. აღნიშნული ბანკი ჩინეთის საბანკო სექტორის მეხუთედს აკონტროლებს. ბანკს აქვს 17 460 ოფისი, სადაც 453 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

 

China Construction Bank

ქვეყანა - ჩინეთი

ბრენდის ღირებულება - 70 მლრდ დოლარი

China Construction Bank-ს 14 925 ფილიალი აქვს ქვეყნის შიგნით და 10 საზღვარგარეთ, მათ შორის, იოჰანესბურგში, სინგაპურში, ფრანკპურტში და ა.შ.

 

Agricultural Bank of China

ქვეყანა - ჩინეთი

ბრენდის ღირებულება - 55 მლრდ დოლარი

Agricultural Bank of China მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, მისი მთავარი ოფისი პეკინში მდებაროებს. ჩინეთის ტერიტორიაზე ბანკს აქვს - 23,600 ფილიალი, 19,700 ოპერატიული ოფისი. ბანკს 14 შვილობილი კომპანია აქვს, მათ შორის 6 საზღვარგარეთ.

 

Bank of China

ქვეყანა - ჩინეთი

ბრენდის ღირებულება - 51 მლრდ დოლარი

Bank of China ძირითადი საქმიანობას კომერციულ საბანკო საქმიანობას წარმოადგენს. საქმიანობის ძირითადი რეგიონი ჩინეთია. ბანკის 53 ქვეყანაში ოპერირებს, ყველაზე მნიშვნელოვანია კანადა, გაერთიანებული სამეფოსა და სინგაპური.

 

Wells Fargo

ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები

ბრენდის ღირებულება - 40 მლრდ დოლარი

Wells Fargo არის საბანკო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ და სადაზღვევო მომსახურებას შეერთებულ შტატებში, კანადასა და პუერტო რიკოში. ბანკს აქვს 8 600 ფილიალი და 13 ათასი ბანკომატი, რომელიც 40 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

 

Bank of America

ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები

ბრენდის ღირებულება - 36,7 მლრდ დოლარი

Bank of America აქტივების რაოდენობით ამერიკის უმსხვილესი საბანკო ჰოლდინგია. კომპანია ყველა შტატში მოქმედებს. გარდა ამისა, 35 სხვა ქვეყანაშიც საქმიანობს. მას აქვს 4,700 ფილიალი და 16 ათასი ბანკომატიო, ჰყავს 213 ათასი თანამშრომელი.

 

Citibank

ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები

ბრენდის ღირებულება - 36,4 მლრდ დოლარი

Citibank უმსხვილესი საერთაშორისო ბანკია, რომელიც 1812 წელს დაფუძნდა. მას ფილიალები მსოფლიოს 100 ქვეყანაში აქვს.

 

JPMorgan Chase

ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები

ბრენდის ღირებულება - 36,3 მლრდ დოლარი

JPMorgan Chase ძირითადი საქმიანობაა საინვესტიციო საბანკო მომსახურება, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის, ფინანსური ტრანზაქციების ჩატარება და აქტივების მართვა.

 

China Merchants Bank

ქვეყანა - ჩინეთი

ბრენდის ღირებულება - 22.5 მლრდ დოლარი

China Merchants Bank 1987 წელს დაარსდა. მას 600-ზე მეტი ფილიალი აქვს ჩინეთში, ამდენივე ჰონკონგში, ლონდონსა და ნიუ-იორკში. ბანკი სთავაზობთ მომსახურებას ინდივიდუალურ და იურიდიულ პირებს.

 

HSBC

ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი

ბრენდის ღირებულება - 20,2 მლრდ დოლარი

HSBC დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური დაწესებულებებაა. სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს.

 

23-02-2019

წყარო: bpn

10-02-2023

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

03-05-2019

ბიზნესი კრიმინალის ზრდაზე – „ეკონომიკა არ გვაქვს, ის ქურდი მშიერია და ყველაფერზე მიდის“

30-05-2019

თურნავა: ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში მეტი რეგიონული აქცენტი უნდა შემოვიტანოთ

29-03-2019

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია

29-03-2019

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია

10-02-2023

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

03-05-2019

ბიზნესი კრიმინალის ზრდაზე – „ეკონომიკა არ გვაქვს, ის ქურდი მშიერია და ყველაფერზე მიდის“

30-05-2019

თურნავა: ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში მეტი რეგიონული აქცენტი უნდა შემოვიტანოთ


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ