|
| 1909 |
|---|
საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის პლატფორმა ქართველი მეწარმეებისთვის
| www.Tradewithgeorgia.com – ახალი ონლაინპლატფორმაა, რომელიც წარმოადგენს კატალოგს და საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს თუ მეწარმეებს ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის შესახებ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნონ და საკუთარი სერვისი ან პროდუქცია ქვეყნის საიმიჯო კატალოგში განათავსონ. პლატფორმა შეიქმნა პროექტ „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ ფარგლებში, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის(EPRC) მიერ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. Entrepreneur-ის გუნდი დაინტერესდა პროექტის დეტალებით, რის შესახებაც მის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერს, ირინა გურულს ესაუბრა. „ამ ეტაპზე უკვე დასასრულს უახლოვდება აპლიკანტების შერჩევა, რომელიც გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას 60-ზე მეტი კომპანიისთვის, რომლებიც დიზაინის, არქიტექტურის, კონსალტინგისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით მუშაობენ. მეორე ეტაპზე პროექტი უკვე სხვა ორ მიმართულებას მოიაზრებს. ამ ეტაპზე სწორედ ამ ორი სექტორის გამოვლენაზე მიმდინარეობს მუშაობა“, − აცხადებს ირინა. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერი, აქტიურადაა ჩართული საიტის პოპულარიზაციაში. ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი, სადაც იგეგმება ონლაინ პლატფორმის პოპულარიზაცია, არის ევროკავშირი. პროექტის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქტივობის ჩატარება, როგორიცაა ტრენინგები, ტექნიკური მხარდაჭერა, სასწავლო ვიზიტები და გამოფენები. საიტზე რეგისტრაცია უფასოა და იგი ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედი ბიზნესკომპანიებისთვის. ამისათვის საჭიროა პლატფორმაზე რეგისტრაცია აპლიკაციის შევსების საშუალებით. რეგისტრაციის პროცედურა საკმაოდ მარტივია. მოცემულია ვიდეოინსტრუქციებიც, რათა მეწარმეებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს, გაუმარტივდეთ პლატფორმაზე ორიენტირება. |

25-07-2019
წყარო: entrepreneur.com
|
30-05-2019 ანაკლიის კონსორციუმი: თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება |
|---|
|
28-02-2019 შეხვედრა პროექტი „SAY YES“ „თქვი კი“. |
|
18-03-2019 დავით მირცხულავა: „საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“ |
|
13-05-2019 საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში ყველაზე მეტი 50 და 100-ლარიანია გამოვლენილი |