|
| 2135 |
|---|
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი:
| გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი: — გენდერული სტატისტიკის საკითხებზე რეგიონული კონფერენციის ფარგლებში საქსტატის 100 წლის იუბილეს და ამ ოფისის მიერ გენდერული სტატისტიკის წარმოების 20 წლისთავს ერთდროულად აღვნიშნავთ, რაც ჩვენი შეფასებით, არსებითია სამხილზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგემვა-განხორციელებისთვის გენდერული თანასწორობის მისაღწევად. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობის ათ წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ერთობლივად გაუმჯობესდა პუბლიკაცია "ქალი და კაცი საქართველოში", შეიქმნა გენდერული სტატისტიკის პორტალი, გაუმჯობესდა კომუნიკაცია და თანამშრომლობა მონაცემთა მომხმარებლებთან, ჩატარდა საქსტატის პირველი ეროვნული კვლევა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და იგეგმება საქართველოსთვის პირველი დროის გამოყენების კვლევა. საქსტატმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი შრომა გასწიეს გენდერული ნიშნით ანაზღაურებებს შორის არსებული განსხვავებების გამოთვლის კუთხით შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით. ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2018 წელს ჩატარდა ეროვნული სტატისტიკის სამსახურის გენდერული შეფასება, რომლის რეკომენდაციები და შეფასებები საშუალებას გვაძლევს, გენდერული სტატისტიკა კიდევ უფრო ახალ დონეზე გადავიდეს. |

25-07-2019
წყარო: UN Women Georgia
|
05-04-2019 საქართველო - აშშ პირდაპირი ავიამიმოსვლის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება |
|---|
|
31-08-2022 მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა |
|
29-05-2019 ფოთში ახალი ნავსადგური აშენდება |
|
25-05-2023 საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ - 2023 31 მაისს Courtyard by Marriott Batumi-ში გაიმართება |