მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 22.11.2021
- საიტზე დამატებულია
- 21.10.2021
კონკურსის შესახებ:
კონკურსის მიზანი
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადი ტიპი
ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები
-
საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
-
კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
-
გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
-
პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
-
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
-
მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
-
დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
-
2021 წლის 20 ოქტომბერი– კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
-
2021 წლის 26 ოქტომბერი, 2 ნოემბერი, 8 ნოემბერი 14:00 საათი – ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული) გთხოვთ, მითითებულ ბმულზე დასასწრებად შემოხვიდეთ 10 წუთით ადრე;
-
2021 წლის10 ნოემბერი – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
-
2021 წლის 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის 16:00 საათამდე –პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია;
-
2021 წლის 22 ნოემბერი 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;
-
2021 წლისნოემბერი– პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
-
2021 წლის ნოემბერი-დეკემბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
-
2021 წლის დეკემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფ(ებ)ის მიერ;
-
2021 წლის დეკემბერი – დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შექმნილი პროექტების შემფასებელი ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა;
-
2021წლისდეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №130/ნ
-
ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 20 ოქტომბრის №135 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
-
კონკურსის პირობები -დანართი 1
-
კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
-
საპროექტო წინადადება - დანართი 3
-
მაგისტრანტის, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის და კონსულტანტის პროფესიული ბიოგრაფიები - CV დანართი 4, ივსება GMUS-ში
-
ცნობა მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესახებ - დანართი 5
-
კონსულტანტის თანხმობის წერილი (დანართი № 6.1, დანართი № 6.2) (GEO/ENG)
-
პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 7, ივსება GMUS-ში
-
პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება- დანართი 8, ივსება GMUS-ში
-
სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 9
-
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
-
სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 11
-
ხშირად დასმული კითხვები
-
კონკურსის საკონსულტაციო პრეზენტაცია
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
-
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის(ბმული)
-
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია(ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 10 ნოემბრამდე კონკურსის ელ. ფოსტით mr@rustaveli.org.ge. ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორი:
ხატია ანანიაშვილი - პროგრამული საკითხები - 597 904334 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)
მადინა გაურგაშვილი - კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში
საკონტაქტო ინფორმაცია: mr@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი