ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001023 დასრულებული

ტურისტული სერვისების ინდუსტრია

წყარო: აწარმოე საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
31.12.2021
საიტზე დამატებულია
22.10.2021

პროგრამის შესახებ:

ტურისტული სერვისების ინდუსტრიის კომპონენტის მიზანია თემატური პარკების, ტურისტული სერვისების და კლიმატო - ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება. აღნიშნული ინოვაციური მიმართულებები ხელს შეუწყობს ტრადიციული ეკონომიკური საქმიანობების ჩანაცვლებას თანამედროვე ბიზნესაქტივობებით.

საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება

*კომერციული ბანკების შემთხვევაში

  • სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტი სესხის შემთხვევაში განისაზღვრება - სესხის გაცემის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3% (დღეის მდგომარეობით - 13%)

  • სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს

  • სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებების შესაძენად

* პროგრამის პირობები

  • პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით

დაფინანსების სფეროები:

  • სპორტული ობიექტების საქმიანობები

  • სპორტული კლუბების საქმიანობები

  • ფიტნესის ობიექტები

  • სხვა სპორტული საქმიანობები

  • გასართობი პარკების და თემატური პარკების საქმიანობები

  • გართობის და დასვენების სხვა საქმიანობები

  • შემოქმედებითი, სახელოვნებო და გართობის საქმიანობები

  • მუზეუმების საქმიანობა

  • ისტორიული ადგილების და ნაგებობების და მსგავსი კულტურის ძეგლების ექსპლუატაცია


წყარო: აწარმოე საქართველოში