ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001035 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
20.12.2021
საიტზე დამატებულია
10.11.2021

კონკურსის შესახებ:

"აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)" ხუთწლიანი პროგრამა, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარების მიზნით, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას.

საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC)-ის მიერ განხორციელებული პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება სამუშაოს მაძიებლებს, რათა მათ განივითარონ ზრდადი ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები.

დასახელება: საგრანტო კონკურსი: კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის.

პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი ინტერვენციები: 1. კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის. 2. პროფესიული პროგრამების შემუშავება ან გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად. 3. პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის.

ამჟამად, USAID-ის პროგრამა - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს: RFA # 001-C1-001-2021 - "კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის".

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი განაცხადი არაუგვიანეს 2021 წლის 20 დეკემბრისა, 18:00 სთ.

გთხოვთ, მიუთითოთ RFA # 001-C1-001-2021 თქვენი ელ. წერილის სათაურში.
დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრული განაცხადები არ განიხილება.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.


წყარო: http://jobs.ge