საგრანტო კონკურსი განვითარებადი სათემო ორგანიზაციებისთვის
წყარო: ევროპის ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 03.05.2022
- საიტზე დამატებულია
- 07.05.2022
კონკურსის შესახებ:
"ევროპის ფონდი" იწვევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, აქტუალური სათემო პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.
საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანებია:
** ახლად დაარსებული სსო-ების გაძლიერება მათი ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან პარტნიორობის მეშვეობით.
** სსო-ების სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების საქმიანობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე აქტუალური პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან, გამოცდილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობის გზით.
საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 3 ივნისი.
წყარო: http://jobs.ge