ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001145 დასრულებული

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

წყარო: აწარმოე საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
31.05.2022
საიტზე დამატებულია
20.05.2022

კონკურსის შესახებ:

პროგრამის მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

პროგრამისპირობები


პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:

  • პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება

აღნიშნული მოიცავს საწარმოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას; ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას. დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით.

  • ბრენდინგი

აღნიშნული მოიცავს ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, რებრენდინგსა და პროდუქციის შეფუთვას ბრენდბუქის შესაბამისად. დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით.

  • საერთაშორისო ქსელში შესვლა

აღნიშნული გულისხმობს საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობას, რაც მოიცავს ე.წ. Entry fee (შესვლის გადასახადი) ან იგივე შინაარსის მქონე საფასურის დაფინანსებას, დადგენილი ლიმიტების ფარგლებში შემდეგ სამიზნე ბაზრებზე: სპარსეთის ყურის ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია. დაფინანსების მოცულობა - 10 000 ევრო ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, აღნიშნულის იმპლემენტაცია იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოხდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელია 7 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით.


წყარო: აწარმოე საქართველოში