კონკურსი სტარტაპებისთვის
წყარო: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
- განაცხადის ბოლო ვადა
- 29.05.2022
- საიტზე დამატებულია
- 20.05.2022
კონკურსის შესახებ:
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება იწვევს ქართულ სტარტაპებს START. UP! GERMANY TOUR 2022-ში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა და კონკურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული სტარტაპისთვის, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს (იხ. დოკუმენტი).
პროგრამა/კონკურსი იწვევს ქვემოთ მოცემული მიმართულებებით დაკავებულ სტარტაპებს:
-
Logistics & Mobility (ლოჯისტიკა & მობილობა)
-
Industrial Solutions (სამრეწველო გადაწყვეტილებები)
-
Green Tech (მწვანე ტექნოლოგიები)
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ სარეგისტრაციო ფორმაზე და გამოგვიგზავნოთ თქვენი განაცხადი, მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით.
START. UP! GERMANY TOUR 2022-ი შედგება 4 ძირითადი კომპონენტისაგან, პრე-პროგრამა, შესარჩევი ეტაპი, საერთაშორისო კონკურსი და მთავარი პროგრამა.
პრე-პროგრამა (8 ივნისი - 25 აგვისტო):
პრე-პროგრამა შედგება ვებინარებისაგან და მასში მონაწილეობა შეეძლება ყველა მსურველს (იხ. დოკუმენტი). ცალკეულ ვებინარზე რეგისტრაციას გაივლით ბმულის მეშვეობით: https://www.startupgermany.nrw/pre-program-2022/
შესარჩევი ეტაპი (29 მაისი - 5 აგვისტო):
21 ივნისს გაიმართება ონლაინ Pitch Event-ი, სადაც შემოსული განაცხადებიდან 10 გადარჩეული სტარტაპი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან შეირჩევა 5 საუკეთესო.
აღნიშნული 5 სტარტაპი 4-5 აგვისტოს გაემგზავრება ქ. ბაქოში, ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ Pitch Event-ში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მოხდება საერთაშორისო კონკურსისთვის საუკეთესო ქართული და საუკეთესო აზერბაიჯანული სტარტაპის ნომინირება.
საერთაშორისო კონკურსი (29 აგვისტო - 9 სექტემბერი):
საუკეთესო ქართული და აზერბაიჯანული სტარტაპი, სექტემბრის დასაწყისში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ფინალურ კონკურსში და იბრძოლებენ საბოლოო პრიზის მისაღებად. ფინალში გასული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით: 7.500,- ევრო (პირველი ადგილი), 5.000,- (მეორე ადგილი) და 2.500,- ევრო (მესამე ადგილი).
მთავარი პროგრამა (23 - 26 ოქტომბერი):
შესარჩევის შედეგად გადარჩეული 5 ქართული და 5 აზერბაიჯანული სტარტაპი წარდგენილი იქნება მთავარ პროგრამაში, START. UP! GERMANY TOUR 2022- ში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება გერმანიაში.
გთხოვთ, შეძლებისდაგვარად გაავრცელოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია. წინასწარ გიხდით მადლობას და გვახარებს თქვენი მონაწილეობა!
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით.
პატივისცემით,
ვატო კასრაძე
პროექტის მენეჯერი
+995 593 110042
vato.kasradze@dwv.ge