ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000116 დასრულებული

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - პროტოტიპირება

წყარო: სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
31.01.2019
საიტზე დამატებულია
23.01.2019
რეგიონი: აფხაზეთი

გრანტის მიზანი:

5000 ლარამდე პროტოტიპის გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპის შექმნის, მისი გამოცდის, დახვეწის ან/და გაუმჯობესების მიზნით რასაც, შედეგად მოჰყვება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მისი ადგილობრივ ან/და გლობალურ ბაზარზე გატანა,

პროტოტიპი არის პროდუქტის ადრეული, პირველადი ან/და წინასწარი ნიმუში, რომელიც შექმნილია პროდუქტის კონცეფციის გამოსაცდელად და გამოცდის შედეგების შესასწავლად.პროტოტიპირება პროდუქტის განვითარების პროცესის ნაწილია და მისი მიზანია სამომავლო პროდუქტის დახვეწა კომერციალიზაციის მიზნით, რაც მის შემქმნელს საშუალებას მისცემს დარწმუნდეს პროდუქტის ფუნქციურ შესაძლებლობებში.


პროტოტიპირების მიმართულებით მცირე გრანტის საგრანტო პროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. ინოვაციურობა;
  2. პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი;
  3. პროტოტიპის გამართული გეგმა/ნახაზი;
  4. საგრანტო პროექტის გამართული სამოქმედო გეგმა;
  5. საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება;
  6. საგრანტო პროექტის განმახორციელებელი ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფუნდამენტური კვლევის პროექტები, ასევე პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებები არ დაფინანსდება.

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერიდროისმონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვისვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.


საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტისგადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსურიდაპროგრამულიანგარიშებისშემოწმებისშემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს N65-ს ბრძანებით დამტკიცებულ 5000 ლარამდე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევს, ასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.


დამატებითიინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთვებ-გვერდს: https://grants.gov.ge