საგრანტო პროგრამა „სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით“
წყარო: ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.08.2022
- საიტზე დამატებულია
- 08.08.2022
კონკურსის შესახებ:
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ბათუმის ბინზეს ინკუბატორთან ერთად დაიწყო საგრანტო სქემის განხორციელება სოფლად ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით.
საგრანტო სქემა ვრცელდება შემდეგ სფეროებზე: მცირე წარმოება, ხელნაკეთი ნივთები, შეფუთვა/დაპაკეტება და მომსახურების სფერო.
შემოთავაზებული საგრანტო მოცულობებია:
მცირე საგრანტო სქემა გრანტის მაქსიმალური მოცულობა 8000 ლარი, ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა 10% (გრანტი 90%-მდე)
მსხვილი საგრანტო სქემა - გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30,000 ლარი, ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეო - 20% (გრანტი 80% -მდე)
საგრანტო დაფინანსება ითვალისწინებს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შესყიდვა შექმნასთან დაკავშირებულ ხარჯებს
საგრანტო სქემაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ახალგაზრდებს (35-წლამდე), ქალებს, სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, იძულებით ადგილმონაცვლე პირებს მცირეშემოსავლიან ადამიანებს (სოციალურ დახმარებაზე მყოფი პირები) და სხვა უმცირესობების წარმომადგენლებს
- პროგრამა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით მხოლოდ ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში
- განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2022 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე, ა(ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში: ელ. ფოსტაზე: bbinkubator@gmail.com, ან მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა, #73.
- დამატებითი კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ:
- ქედის მუნიციპაილტეტში - ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფს (LAG),
მისამართი: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის ქ.10, ტელ: (995) 577 17 37 06.
- ხულოს მუნიციპალიტეტში - ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG)
მისამართი: დაბა ხულო, ტელ: (995) 598 09 07 06
წყარო: http://www.bbi.ge/