ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001255 დასრულებული

ინოვაციების საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისათვის

წყარო: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
04.12.2022
საიტზე დამატებულია
04.11.2022

კონკურსის შესახებ:

ინოვაციების საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისათვის

მომწოდებელი: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა: 16 ნოემბერი, 2022
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 დეკემბერი, 18:00 (ადგილობრივი დროით)

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს "PH International - საქართველო", აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ინოვაციების ფონდის ფარგლებში აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს კერძო სექტორისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის მიერ ისეთი პროექტების განხორციელებას / ისეთი პროდუქტის შექმნას, რომლებიც გააძლიერებს ან განავითარებს სასკოლო საზოგადოებაში დემოკრატიულ კულტურას და სამოქალაქო პროცესებში მათ მონაწილეობას. განმცხადებლებს, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, შეუძლიათ წარმოადგინონ მათ საქმიანობაზე მორგებული პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, პასუხობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზნებს, ხოლო, მეორე მხრივ, თანხვედრაშია განმცხადებლის ბიზნეს ინტერესებთან ან კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. თანდართული საბუთები.


წყარო: https://jobs.ge/