სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა
წყარო: CSRDG
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.12.2020
- საიტზე დამატებულია
- 23.01.2019
პროექტის შესახებ:
ევროკავშირის ახალი პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას.
ინიციატივის მიზანი:
-
სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით;
-
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;
-
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;
-
სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
პროექტის ხანგრძლივობა:
-
2017-2020 წელი
პროექტის დონორები:
პროექტის პარტნიორები:
პროექტის ბიუჯეტი:
-
5 070 000 ევრო
2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება და გაიცემა 80-მდე გრანტი, რითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.csrdg.ge/