ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001310 დასრულებული

ღია კარის საგრანტო პროგრამა

წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
31.01.2023
საიტზე დამატებულია
28.12.2022

კონკურსის შესახებ:

ქალთა ფონდი საქართველოში ანახლებს ღიაკარისსაგრანტოპროგრამას, რომელიც მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს. საგრანტო თანხის ოდენობა შეადგენს 5000 დოლარს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ჯგუფებს, რომელთა მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ფონდი მხარს დაუჭერს მკვლევარი ან ხელოვანი ქალების ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ინიციატივებს. საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები.

პრიორიტეტიმიენიჭება:

• რეგიონში მომუშავე ჯგუფებს
• დამწყებ ჯგუფებს


პროექტისშეფასებისმთავარიკრიტერიუმებია:


• ფემინისტური ხედვა
• სოციალურ ცვლილებებზე ორიენტაცია (ქალთა ფონდი მხარს დაუჭერს სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს)

• ინოვაციურობა


ქალთაფონდიარდააფინანსებსშემდეგისახისპროექტებს:


• ეკონომიკური ხასიათის პროექტებს
• სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებულ პროექტებს (თუ არ ეხება მარგინალიზებულ ჯგუფს, რომელიც რამდენიმე ფორმის დისკრიმინაციას განიცდის)
• თუ ორანიზაციის/ჯგუფის ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტისხელაა ან მის ბიუჯეტზე დიდია
• თუ პროექტი არის ანტიფემინისტური, რასისტული, ჰომოფობიური, ფუნდამენტალისტური, ქსენოფობიური და სექსისტური
• თუ პროექტის საბოლოო ბენეფიციარები არ არიან ქალები
• თუ აპლიკანტს აქვს ჩავარდნილი/პრობლემური პროექტი, რომელიც ქალთა ფონდის დაფინანსებულია
• არასრული აპლიკაციის შემთხვევაში


საპროექტოგანაცხადებიმიიღება 2023წლის იანვრის ბოლომდე.


განაცხადის განხილვის პროცესში აპლიკანტს შეიძლება მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ. საბოლოოგადაწყვეტილებადაფინანსებისშესახებგრანტისმაძიებელსეცნობება 2 თვისგანმავლობაში. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალთა ფონდის საგრანტო კომიტეტი, რომელიც ფონდის მრჩეველებისგან შედგება.


საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე:

grants@womenfundgeorgia.org


წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში