ბიზნეს უნივერსალი
ნავიგატორი
9756


ბიზნეს უნივერსალი

უნიკალური ნომერი: 001351

კონკურსის შესახებ:

პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოვების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.

პროგრამის ინდუსტრიები:

  • ინდუსტრიული
  • სასტუმრო ინდუსტრია/ბალნეოლოგიური კურორტები
  • ტურისტული სერვისები
  • აგრო ტურისტული ინდუსტრია
  • ეკო ტურისტულლი ინდუსტრია

*კომერციული ბანკების/სალიზინგო კომპანიების შემთხვევაში

  • სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5% და ლიზინგის შემთხვევაში ლიზინგის ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%;
  • სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით;
  • სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს;
  • სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
  • სესხის/ლიზინგის საგნის სრული ათვისება უნდა მოხდეს სესხის/ლიზინგის საგნის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში

* პროგრამის პირობები

  • საქმიანობა უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრიორიტეტთა ნუსხაში;
  • დეტალური ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობების კლასიფიკატორთან დაკავშირებით, გთხოვთ იხილოთ - ეკონომიკური საქმიანობების კლასიფიკატორი
  • პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით;
  • ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.
  • ევროკავშირის საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან 2022 წელს დადასტურებული განაცხადებისთვის 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარამდე სესხის მოცულობის შემთხვევაში ბენეფიციარი 10%-დან 20%-მდე გრანტით ისარგებლებს.

*გამონაკლისები

ეხება პროგრამის ყველა მიმართულებას.

  • პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და შეძენა.

გარდა:

ა) სპეციალური საშუალებების შეძენისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენებიან საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში;

ბ) ტურისტული სერვისების, აგრო და ეკო ტურისტული ინდუსტრიების შემთხვევაში, მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა/რემონტი, რომელთა მართვა/რომლითაც გადაადგილებაც კი დამოუკიდებლად ატარებს ტურისტული ატრაქციის ხასიათს, მათ შორის, საჰაერო ან/და მცურავი საშუალება.

გ) 49.41.0 სატვირთო საგზაო ტრანსპორტი; 49.42.0 გადაზიდვის მომსახურება; 52.21.0 სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება; 52.22.0 წყლის ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება; 52.23.0 საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება; 52.24.0 ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა; 53.10.0 საფოსტო საქმიანობები საყოველთაო მომსახურების ვალდებულებით; 53.20.0 სხვა საფოსტო და საკურიერო მომსახურება - მოცემული ეკონომიკური საქმიანობების ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სატრანსპორტო საშუალებების (გარდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილისა) შეძენის/რემონტის ღირებულება შეადგენს პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 30%-ს.

  • დაუშვებელია გუდვილის შეძენა;
  • დაუშვებულია მხოლოდ საოფისე ფართის (ადმინისტრაციული შენობის) მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;
  • სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება.

საპილოტე რეგიონები:

  1. იმერეთი;
  2. გურია;
  3. კახეთი;
  4. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

01.09.2021-დან პროგრამის ფარგლებში აიკრძალება შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს).


წყარო: აწარმოე საქართველოში

დამატებულია: 10-02-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9217 დღე;






23-04-2024

ჰორიზონტი ევროპას დაფინანსების შესაძლებლობები

17-02-2023

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა

06-02-2024

შეღავათიანი აგროკრედიტი

10-02-2023

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

10-02-2023

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

23-04-2024

ჰორიზონტი ევროპას დაფინანსების შესაძლებლობები

17-02-2023

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა

06-02-2024

შეღავათიანი აგროკრედიტი


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ