შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსი - “ქალები მეცნიერებაში“
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 21.04.2023
- საიტზე დამატებულია
- 10.03.2023
კონკურსის შესახებ:
აბრევიატურა WST
კონურსის მიზანი
კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.
კონკურსი ხელს შეუწყობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,Horizon 2020”-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის (CALIPER), რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისთვის კვლევისა და ინოვაციის დაკავშირებას, ფარგლებში დამტკიცებული „გენდერული თანასწორობის გეგმის“ შესრულებას.
საკონკურსო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
2023 წლის 20 მარტიდან - 18 აპრილის 18:00 საათამდე - განაცხადების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge
2023 წლის 21 აპრილის 18:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;
აპრილი- ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადების მოხსნის შესახებ;
მაისი - საკონკურსო განაცხადების შეფასება; გამარჯვებულის გამოვლენა.
ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა:
4 აპრილი - 15:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია (ბმული გამოქვეყნდება შეხვედრის წინა დღეს)
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 7 მარტის N24 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები (დანართი N1)
- კრებსითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ (დანართი N2, ივსება GMUS-ში)
- სამოტიცაციო წერილი (დანართი N3, იტვირთება GMUS-ში)
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი N4, გენერირდება GMUS-დან და იტვირთება რეგისტრაციისას)
- მხარდაჭერის წერილი ინსტიტუციიდან (დანართი N5, იტვირთება GMUS-ში)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- განაცხადის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზეwst@rustaveli.org.ge
კონკურსის კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე
568 88 37 57
ელექტრონული ფოსტა: wst@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი