![]() |
1602 |
---|
![]() |
ევროინტეგრაცია |
უნიკალური ნომერი: 000153
ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს განვითარებისა და შიდა პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი განაპირობებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება სრულად ძალაში შევიდა 2016 წლიდან.
2017 წლიდან ვიზის ლიბერაზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების შედეგად, რომელიც მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასაც მოიცავდა, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.
მნიშვნელოვანია ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების მონიტორინგის გზით.
ამის გათვალისწინებით, მომდევნო წლებში ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამა პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს და რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობას. გარდა ამისა, მხარს დაუჭერს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და შესაბამისი აღსრულების მექანიზმის დახვეწას, რათა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა გახდეს შეუქცევადი პროცესი და მიღებულმა ნორმატიულმა აქტებმა პრაქტიკაში იმუშაოს.
მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება ასოცირების ხელშეკრულების, ასოცირების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგს; მაღალი ხარისხის კვლევების წარმოებას და ამ კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებას, რომელიც შემუშავდება როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტებისათვის.
მივესალმებით ინიციატივებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რომელიც ემსახურება სამართალწარმოების, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და პრაქტიკის შექმნასა და გაუმჯობესებას. განსაკუთრებით ისეთ მცდელობას, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეების, პროკურორების და პოლიციელების ცნობიერების გაზრდას თანასწორობის და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხების შესახებ.
ამ პროცესში მნიშვნელოვანია აქტიური, მონდომებული ახალგაზრდების მონაწილეობა, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებიც შეძლებენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გააცნონ ევროკავშირთან ასოცირების პროცესშია მოსალოდნელი სარგებელი, ესაუბრონ მათ სოფლის მეურნეობის და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე და ადგილობრივ დონეზე დააკვირდნენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკრისრი ვალდებულებების შესრულებას.
მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://osgf.ge/program/evrointegracia/
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
დამატებულია: 25-01-2019
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2021
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 344 დღე;
20-01-2021 კონკურსი ფოტოგადაღების მომსახურებაზე |
---|
25-01-2019 EU4Business საგარანტიო პროგრამა |
25-01-2019 საზოგადოებრივი ჯანმრთელობა |
09-06-2020 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) - COVID-19 ვირუსის შედეგად დაზარალებულ დასაქმებულთა სამართლებრივი დახმარება |