უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა
წყარო: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 28.02.2019
- საიტზე დამატებულია
- 28.01.2019
პროგრამის შესახებ:
მთავრობისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას.
სტიპენდიები განკუთვნილია უნგრეთში სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებულ აკადემიურ ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის სამაგისტრო (MSc) ხარისხის მოსაპოვებლად.
დაინტერესებულმა პირებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა სრულ დოსიესთან ერთად უნდა გადაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: REU-scholarship@fao.org;
განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების პროგრამისა და განცხადების შეტანის პროცედურების შესახებ შესაძლებელია იხილოთ დანართში.
იხილეთ სააპლიკაციო ფორმა.