განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად
წყარო: ევროკავშირი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.01.2020
- საიტზე დამატებულია
- 28.01.2019
პროგრამის შესახებ:
მიზანი: კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა
განხორციელების პერიოდი: 36 თვე (თებერვალი 2017 - იანვარი 2020)
მოსალოდნელი შედეგები:
1. პრობაციონერების, მსჯავრდებულების და ყოფილი მსჯავრდებულების პროფესიული გადამზადება და მათთვის სამუშაო ადგილების შექმნა.
2. საუკეთესო საერთაშორისო მოდელის შემუშავება და მთავრობისთვის შეთავაზება პოლიტიკურ დონეზე დიალოგის ინიცირების მიზნით.
3. სოციალური საინფორმაციო/მარკეტინგული კამპანიის წარმოება კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და ქცევის შეცვლის მიზნით.
მოქმედების არეალი: საქართველო
სამიზნე ჯგუფი: მსჯავრდებულები, ყოფილი მსჯავრდებულები და პრობაციონერები
ბენეფიციართა რაოდენობა: 300 ადამიანი
დონორი: ევროკავშირი
განმახორციელებელი ორგანიზაციები:
საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://chca.org.ge/geo/program/468/detail