ევროპული კვლევითი საბჭოს (ERC) Consolidator Grant — 2027 წლის კონკურსი
წყარო: ევროპული კვლევითი საბჭო (ERC) / ევროკავშირის Horizon Europe
- განაცხადის ბოლო ვადა
- 12.01.2027
- დარჩა 82 დღე
- საიტზე დამატებულია
- 22.10.2026
- ნახვები
- 6
ევროპული კვლევითი საბჭო (ERC), რომელიც ევროკავშირის Horizon Europe-ის პროგრამის ნაწილია, იღებს განაცხადებს Consolidator Grant-ის 2027 წლის კონკურსზე (ERC-2027-COG). გრანტი განკუთვნილია გამოცდილი მკვლევრებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ კვლევით ჯგუფს ავითარებენ.
ვის შეუძლია:
- ნებისმიერი მოქალაქეობის მკვლევარს, რომელსაც დოქტორის ხარისხის დაცვიდან 5-დან 15 წლამდე აქვს გასული (დეკრეტული შვებულება, ავადმყოფობა და სხვა საპატიო მიზეზები ვადას ახანგრძლივებს)
- მასპინძელი ორგანიზაცია უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ან Horizon Europe-ის ასოცირებულ ქვეყანაში — საქართველო ასოცირებული ქვეყანაა, ამიტომ მასპინძელი შეიძლება ქართული უნივერსიტეტი ან კვლევითი ინსტიტუტიც იყოს
- განაცხადის დროს მასპინძელთან დასაქმება სავალდებულო არ არის
დაფინანსება: 2 მილიონ ევრომდე 5 წლის განმავლობაში; დასაბუთების შემთხვევაში დამატებით 1 მილიონ ევრომდე (მაგ. აღჭურვილობისთვის). ფარავს პირდაპირი ხარჯების 100%-ს და დამატებით 25%-ს არაპირდაპირი ხარჯებისთვის.
ვადები: კონკურსი გაიხსნა 2026 წლის 24 სექტემბერს; განაცხადის ბოლო ვადაა 2027 წლის 12 იანვარი. განაცხადი წარედგინება ევროკომისიის Funding & Tenders პორტალზე.
ინფორმაციის წყარო: erc.europa.eu