ორ მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს და მოქალაქეების თანამშრომლობის მოდელის შემუშავება და პილოტირება
წყარო: დემოკრატიისა და განითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 25.12.2019
- საიტზე დამატებულია
- 01.02.2019
პროექტის შესახებ:
ბოლნისისა და ქედას ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში თანამონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშესაწყობად, გრანტის მიმღები ორგანიზაცია გააძლიერებს ახლად შექმნილ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებს, რათა მათ უკეთ შეძლონ მუნიციპალურ დონეზე პოლიტიკის შემუშავებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, გრანტის მიმღები ორგანიზაცია ითანამშრომლებს ბოლნისისა და ქედას მუნიციპალიტეტების სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებთან, რათა მათ გააცნობიერონ საკუთარი როლი ადგილობრივ თვითმმართველობაში და უკეთ მოახდინონ ადგილობრივი საჭიროებების ადვოკატირება. გრანტის მიმღები ორგანიზაცია გააუმჯობესებს საბჭოების ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება, საჭიროებების გამოვლენა, პროექტის შემუშავება და ადვოკატირება. ამას გარდა, გრანტის მიმღები ორგანიზაცია დაეხმარება საბჭოებს მაქსიმალურად ისარგებლონ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებით და გააუმჯობესონ საკუთარი წესდებები. ამავდროულად, გრანტის მიმღები ორგანიზაცია შექმნის ადგილობრივი მოქალაქეებით დაკომპლექტებულ, წარმომადგენლობით სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც მრჩეველთა საბჭოებს დაეხმარებიან ადგილობრივი პრობლემების განსაზღვრასა და მათი გადაჭრის გზების შემუშავებაში. პროექტის დასასრულს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, სამუშაო ჯგუფებთან თანამშრომლობით გამოავლენენ ადგილობრივ პრობლემებს, შეიმუშავებენ მათი გადაჭრის გზებს და განახორციელებენ ადვოკატირებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან. პროექტის შედეგები და ნასწავლი გაკვეთილები აისახება ანალიტიკურ ანგარიშში, რომელიც გაუზიარდება ძირითად დაინტერესებულ მხარეებს 12 მუნიციპალიტეტში (2 სამიზნე და 10 არა-სამიზნე).
პროგრამული მიმართულება: ღია კარის გრანტებუ
გრანტის დაწყების თარიღი: 12/26/2018
გრანტის დასრულების თარიღი: 12/25/2019
თანხა: 47000 ლარი
პროექტის განხორციელების არეალი: ბოლნისი, ქედა
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://www.epfound.ge/ge/grants/