უნიკალური კოდი: #001892 ახალი

Erasmus+ 2027 — პროფესიულ განათლებაში შესაძლებლობების განვითარება (Capacity Building in the field of VET)

წყარო: ევროკავშირი — Erasmus+ (EACEA)

განაცხადის ბოლო ვადა
12.05.2027
დარჩა 173 დღე
საიტზე დამატებულია
20.11.2026
ნახვები
45

Capacity Building in the field of VET Erasmus+-ის ქმედებაა პარტნიორ ქვეყნებში პროფესიული განათლებისა და სწავლების (VET) ხარისხისა და შრომის ბაზართან კავშირის გასაძლიერებლად. 2027 წლის კონკურსი გამოცხადდა 2026 წლის 18 ნოემბერს; აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის ცალკე ლოტია (ERASMUS-EDU-2027-CB-VET-NE).

  • ვინ მონაწილეობს: პროფესიული განათლების ან შრომის ბაზრის სფეროში მომუშავე საჯარო და კერძო ორგანიზაციები; კოორდინატორი უნდა იყოს ევროკავშირის ან ასოცირებული ქვეყნის VET ორგანიზაცია — ქართული ორგანიზაციები მონაწილეობენ პარტნიორ-ბენეფიციარებად; ბელარუსის ორგანიზაციები ვერ მონაწილეობენ
  • კონსორციუმი: მინიმუმ 4 ბენეფიციარი სულ მცირე 3 ქვეყნიდან — მინ. 2 ევროკავშირის/ასოცირებული ქვეყანა და მინ. 1 პარტნიორი ქვეყანა არანაკლებ 2 ორგანიზაციით; სულ მცირე ერთი უნდა იყოს საშუალო საფეხურის (ISCED 3) პროფესიული სასწავლებელი; სხვადასხვა რეგიონის შერევა დაუშვებელია
  • დაფინანსება: ერთიანი თანხა (lump sum), მაქსიმუმ €500 000 პროექტზე, 80% თანადაფინანსება; ქვეკონტრაქტი — გრანტის მაქს. 10%
  • ხანგრძლივობა: ჩვეულებრივ 36 თვე
  • ვადა: 2027 წლის 12 მაისი, 17:00 (ბრიუსელის დროით); განაცხადი — ევროკომისიის Funding & Tenders პორტალზე

დეტალები: Erasmus+ Programme Guide — Capacity building in the field of VET.