ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000193 დასრულებული

კავშირი „საფარი“ - კომპლექსური მიდგომა ქალების და გოგონებისადმი ძალადობის მიმართ

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
14.05.2019
საიტზე დამატებულია
04.02.2019

პროექტის აღწერა:

პროექტი მიზნად ისახავს ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციას და ბრძოლას ოჯახში ძალადობის, ქალთა საკუთრების უფლების დარღვევის წინააღმდეგ, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრობლემასთან დაკავშირებით. პროექტი ითვალისწინებს იურიდიული დახმარების გაწევას და სტრატეგიულ სამართალწარმოებას თბილისის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, საფარი ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს ძალადობის მსხვერპლებს. საფარის პროექტი ასევე მოიცავს ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს, როგორიცაა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფოს სტრუქტურის წარმომდგენლებთან გენდერული ძალადობის თემაზე


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://ewmi-prolog.org/ka/grants/ongoing-projects/kavshiri-safari-kompleqsuri-midgoma

თანხის ოდენობა: $99,314