ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000195 დასრულებული

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) - პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვე-პროექტი

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
31.03.2020
საიტზე დამატებულია
04.02.2019

პროექტის შესახებ:

პროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა და სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. საია ეწევა ადვოკატირებას კანონმდებლობისა და სხვა რეგულაციების გასაუმჯობესებლად მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების სფეროებში. ამ მიზნით საია წარმოადგენს მოსაზრებებს საკანონმდებლო ინიციატივებზე შესაბამის სამთავრობო უწყებებთან, საპარლამენტო კომიტეტებში, და აკვირდება კანონებისა და რეგულაციების დანერგვის პროცესს. სასამართლოს მონიტორინგის პროექტის ფარგლებში საია აკვირდება სისხლის სამართლის პროცესებს თბილისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში და გორისა და თელავის რაიონულ სასამართლოებში. მონიტორინგის შედეგად საია ამზადებს რეგულარულ ანგარიშებს, სადაც გაანალიზებულია სისხლის სამართლის პროცესების პრობლემური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, წინასწარი პატიმრობის გამოყენება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა, და საპროცესო გარიგებები. საია ასევე უწევს იურიდიულ დახმარებას მოწყვლად ჯგუფებს და არჩევს საქმეებს სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უმცირესობებისა და ქალების უფლებების დასაცავად. იურიდიული დახმარების მიწოდება ხდება თბილისისა და რვა რეგიონალური ოფისის საშუალებით. გარდა ამისა, საია აწყობს გასვლებს რეგიონებში მოწყვლადი ჯგუფებისათვის იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.


თანხის ოდენობა: $1,813.362

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://ewmi-prolog.org/ka/grants/ongoing-projects/saqartvelos-axalgazrda-iuristta-asociacia-gyla