კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის უტყუარობის დადგენის სერვისი მიწოდება
წყარო: ევროკავშირი (EU)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.12.2020
- საიტზე დამატებულია
- 05.02.2019
პროექტის მიზანი:
ცენტრალიზებული, ვებ-გვერდზე დაფუძნებული და მარტივად გამოსაყენებელი მომსახურების გაწევა ელექტრონულ დოკუმენტებზე განხორციელებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების/შტამპის უტყუარობის დასადგენად.
პროექტის ძირითადი კომპონენტები:
-
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ცენტრალიზებული უტყუარობის დადგენის ტექნიკური და საკანონმდებლო სტანდარტების შესწავლა ევროკავშირის 910/2014/EC რეგულაციასთან მიმართებაში (eIDAS რეგულაცია)
-
სისტემის მიმართ ადგილობრივი საჭიროებების შესწავლა და საბოლოო ტექნიკური სტანდარტის დადგენა, განსაკუთრებით ღია ფორმატებთან მიმართებაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ციფრულად ხელმოწერილი/შტამპით დამოწმებული დოკუმენტების ურთიერთთავსებადობა და ხანგრძლივი შენახვა
-
სისტემის შესყიდვა და სამუშაო რეჟიმში გაშვება
-
სისტემის ინტეგრაცია სსგს-ს ვებგვერდით ხელმისაწვდომ ონლაინ სერვისებთან.
-
სისტემის ინტეგრაციის მხარდაჭერა მოქალაქეთა პორტალზე (my.gov.ge), ისევე როგორც მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ონლიან სერვისებთან (მაგ. ფინანსები, დაზღვევა, განათლება ა.შ) შესაბამისი დოკუმენტაციის, პროგრამული კოდების და ა.შ. მიწოდებით.
-
სისტემის შესახებ ცნობიერების გაზრდა დაინტერესებულ კერძო და საჯარო იურიდიულ პირებს შორის
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის შედეგად შეიქმნება ვებ-გვერდზე დაფუძნებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის უტყუარობის დადგენის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ ციფრულად ხელმოწერილი და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ ციფრული შტამპით დამოწმებული დოკუმენტების უყტუარობა; გარდა ამისა, სისტემა ხელს შეუწყობს მონაცემთა გაუმჯობესებასა და დოკუმენტთა უსაფრთხოების გაზრდას, ისევე როგორც ურთიერთ-თავსებადობას.
ბიუჯეტი: 320,800 ევრო
პარტნიორი/პროექტის მონაწილე მხარეები:სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sda.gov.ge/?page_id=13905