projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი

108

ევროკავშირი მედიაცია და არბიტრაჟი

უნიკალური ნომერი: 000292

პროექტის სესახებ:

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების, ქართველი მედიატორებისა და არბიტრების პროფესიული განვითარებისა და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის.

მიმოხილვა:

„გაუმჯობესებული მედიაცია და არბიტრაჟი დავების უფრო სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტისათვის“ ევროკავშირისადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივაა. საქართველოს მთავრობასთან, სასამართლო სისტემასთან, კერძო სექტორთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს შეუწყობენ კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენებას, ქართველი მედიატორებისა და არბიტრების პროფესიულ განვითარებას, საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთერთ პრიორიტეტად განისაზღვრა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების - მედიაციისა და არბიტრაჟის შემუშავების აუცილებლობას, რაც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მართლმსაჯულების სისტემის დახვეწას.

წინამდებარე პროექტი 2016-2018 წლებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მართლმსაჯულება ყველასათვის“ შედეგებს ეყრდნობა. საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების მხარდაჭერის ახალი ფაზა 2019-2020 წლებში განხორცილდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 850 ათასი ევროს შეადგენს. პროგრამა შესრულდება ევროკავშირის ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის EU4Business ფარგლებში და წვლილს შეიტანს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის მიზნები ორ ძირითად სფეროს მოიცავს:
1. არბიტრაჟისა და მედიაციის გამოყენებისა და ხარისხის გაზრდა შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერების გზით.
2. მედიატორების, არბიტრების, იურისტებისა და სასამართლოს თანამშრომლების შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის გაზრდა კომერციული დავების თანმიმდევრული, ეფექტიანი და სწრაფი გადაწყვეტისათვის.

პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:

  • მედიაციისა და არბიტრაჟის შესახებ კანონების ეფექტიანი განხორციელება.

  • მედიაციისა და არბიტრაჟის ინსტიტუტების გაძლიერება.

  • მედიაციისა და არბიტრაჟის მეტად გამოყენება, მათ შორის სასამართლოს შიგნით და მის გარეთ მედიაციის შემთხევებში.

  • კვალიფიციურ მედიატორთა და არბიტრთა რაოდენობის გაზრდა შესაბამისი საგანმანთლებლო პროგრამების ინსტიტუციონალიზაციის გზით.

  • სასამართლო სისტემისა და იურისტების, მათ შორის სამართლის სტუდენტების, შესაძლებლობების გაზრდა დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმების ეფექტიანი გამოყენებისათვის.


მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ლიანა ქარცივაძე
პროექტის მენეჯერი
liana.kartsivadze@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org


წყარო : http://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/projects/...

დამატებულია: 02-04-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 586 დღე;

სექტორი: სხვა



სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია ლაშა ქავთარაძეს მიერ