ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000293 დასრულებული

"მე ვწერ ქართულად"

წყარო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

განაცხადის ბოლო ვადა
05.04.2019
საიტზე დამატებულია
04.04.2019

კონკურსის შესახებ:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების IX კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „მე ვწერ ქართულად“.

კონკურსის მიზანი სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე წერითი კომპეტენციების განვითარება/წახალისებაა.

კონკურსი კამპანიის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში გაიმართება, რომელსაც საფუძველი ლიეტუვაში , ვილნიუსის უნივერსიტეტში, 2016 წელს ჩაეყარა.


კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი - თითოეულმა არაქართულენოვანმა სკოლამ/სექტორმა უნდა შეარჩიოს და შესაბამის რესურს-ცენტრს წარუდგინოს IX კლასის მოსწავლის ერთი კანდიდატურა. სკოლა თავისუფალია შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაში;

  • მეორე ეტაპი ყველა რესურს-ცენტრში ერთდროულად ჩატარდება 8 აპრილს. სკოლებიდან წარმოდგენილ მოსწავლეებს თითოეულ რესურს-ცენტრში ჩაუტარდებათ საშუალო სირთულის, 120/130 სიტყვის მოცულობის ტექსტის კარნახი. წერის დრო იქნება შეზღუდული; რესურს-ცენტრებს საკონკურსო ტექსტი ელექტრონულად მიეწოდებათ 8 აპრილს; ნაწერები იმავე დღეს გასწორდება რესურს-ცენტრში შექმნილი კომისიის მიერ. თითოეული რესურს-ცენტრის მიერ გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომელიც წარედგინება კონკურსის დასკვნითი ეტაპის ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირს;

  • მესამე ეტაპი - რესურს-ცენტრების მიერ წარმოდგენილი კონკურსანტებისათვის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 14 აპრილს;


დასკვნითი ეტაპი ორ რაუნდს ითვალისწინებს:

  • პირველი რაუნდი - მოსწავლეებს ჩაუტარდებათ საშუალო სირთულის 150 სიტყვის მოცულობის ტექსტის კარნახი შეზღუდულ დროში; საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლინდება პირველი რაუნდის გამარჯვებულები; პირველი რაუნდის მონაწილეთა 50% შედეგების გათვალისწინებით და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გადადის მეორე რაუნდში;

  • მეორე რაუნდი - მოსწავლეები დაწერენ რთული ტექსტის კარნახს 150 სიტყვის მოცულობით; ტექსტში, რომელსაც შეადგენს თანამედროვე მწერალი, სიტყვათა 30% უნდა იყოს ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის მოსწავლეთა ყოველდღიურ სასაუბრო ლექსიკონში;

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შეიქმნება კომისია, რომელიც გამოავლენს 3 გამარჯვებულს;


ვადები

  • არაქართულენოვანი სკოლების მიერ რესურს-ცენტრებისათვის კონკურსში მონაწილე კანდიდატურების წარდგენა არაუგვიანეს 2019 წლის 5 აპრილისა;

  • რესურს-ცენტრებში კონკურსის ჩატარება არაუგვიანეს 2019 წლის 8 აპრილისა;

  • თითოეული რესურს-ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით ორი გამარჯვებულის წარდგენა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის არაუგვიანეს 10 აპრილისა, შემდეგ მისამართზე: r.asatiani@smr.gov.ge; საკონტაქტო პირი: რუსუდან ასათიანი - ტელ.: 2921650

  • დასკვნითი ტურის ჩატარება 14 აპრილს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რესურს-ცენტრების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები;

  • გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება შედგება 14 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე;


დაჯილდოება:
გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სიმბოლური საჩუქარი.


წყარო: http://smr.gov.ge/FileList.aspx?ID=108