projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
128


გაეროს ანიმაციური კლიპების კონკურსი - დაიცავი ოზონის შრე

უნიკალური ნომერი: 000523

კონკურსის შესახებ:

ანიმაციური კლიპების კონკურსი გრაფიკოსებისთვის - "დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გრაფიკოსებისთვის აცხადებს ანიმაციური კლიპების კონკურსს "დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე".

კონკურსი იმართება პროექტის ფარგლებში - "ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის".

კონკურსის პირობები:

** კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ანიმაციური კლიპი თემაზე "დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე"
** ანიმაციური კლიპის ქრონომეტრატრაჟი უნდა იყოს არაუმეტეს 2 წუთისა;
** რგოლი უნდა შეიქმნას მრავალფეროვანი და ხარისხიანი კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით;
** დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;
** ფორმატი უნდა იყოს Full HD (ვიდეო ფაილის რეზოლუცია 1920x1080)
** ვიდეოს გამოგზავნისას მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტა.

შეფასების კრიტერიუმები: თემასთან შესაბამისობა, საკითხის ორიგინალური გააზრება, პრობლემის გადაჭრის გზები და ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი.

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 ნოემბერი.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებითა და სერტიფიკატებით.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საუკეთესო ნაშრომების პოპულარიზაციას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

დაინტერესების შემთხვევაში, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://bit.ly/2kkqFfg

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის გაიმართება ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები.

ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელფოსტაზე: info@eiec.gov.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას ელფოსტის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ კონკურსის ტიპი - "ანიმაციური კლიპების კონკურსი".

ვიდეოების გამოსაგზავნად გამოიყენეთ www.wetransfer.com

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ნათია სარალიძე - განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მობ.: +995 555 35 22 33
ელფოსტა: natia.saralidze@eiec.gov.ge

გისურვებთ წარმატებას!


წყარო : http://jobs.ge

დამატებულია: 19-09-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 05-11-2019

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 20 დღე;


23-01-2019

სტარტაპ მეგობრული

21-01-2019

თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით

21-01-2019

სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში

23-01-2019

აწარმოე საქართველოში

23-01-2019

აწარმოე საქართველოში

23-01-2019

სტარტაპ მეგობრული

21-01-2019

თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით

21-01-2019

სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ