საგრანტო კონკურსი
წყარო: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.12.2019
- საიტზე დამატებულია
- 30.10.2019
გრანტის შესახებ:
საქართველოში გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს აპლიკაციების მიღებას (RFA) No.003/1019.
საინფორმაციო შეხვედრების დროს დაინტერესებულ განმცხადებლებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ განმარტებები გამოცხადებული საგრანტო კონკურსისა და დანართ A-ში წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შესახებ.
განმცხადებლებს ასევე შეუძლიათ კითხვების დასმა ელ. ფოსტის საშუალებით (grants@apgeorgia.org) 2019 წლის 22 ნოემბრამდე.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის პასუხი ყველა დასმულ შეკითხვაზე იქნება საჯარო და გამოქვეყნდება ვებ გვერდზე www.jobs.ge და პროგრამის ფეისბუქის გვერდზე FB: http://www.apgeorgia.org არაუგვიანეს 2019 წლის 27 ნოემბრისა.
წყარო : http://jobs.ge