projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
2513


USAID საგრანტო კონკურსი სამაცივრე მეურნეობების მოწყობის მიზნით

უნიკალური ნომერი: 000566

გრანტის შესახებ:

USAID-ის პროექტი "ზრდა საქართველოში", რომელსაც ახორციელებს "ქემონიქს ინთერნეიშენალი", აცხადებს საგრანტო კონკურსს ხილისა და ბოსტნეულის მცირე მოცულობის სამაცივრე მეურნეობების მოწყობის მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში. (იხილეთ დანართი ბ - პროექტი ზრდა-ს სამიზნე თემების/სოფლების ჩამონათვალი).

პროქტი ითვალისწინებს ხილისა და ბოსტნეულის მცირე მოცულობის 15-მდე სამაცივრე მეურნეობის მოწყობას.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღნიშნული რეგიონების სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებსაც აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, ან რეგისტრირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც აქვთ სურვილი მოაწყონ ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობა და გაწიონ ფინანსური და არა ფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს მოთხოვნის # 094-3006-003-S-2019.

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2020 წლის 30 ოქტომბრისა (18:00 სთ). დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ამოიწურება კონკრეტული საგრანტო კონკურსისათვის გამოყოფილი თანხა, "ზრდა" აღარ დააფინანსებს განაცხადებს, შესაბამისად განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადის თარიღიც შეიცვლება.

ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართში.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.


წყარო : http://jobs.ge

დამატებულია: 01-11-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30-10-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 154 დღე;




12-05-2020

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) - მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის ხელშეწყობა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით

22-01-2019

ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)

14-02-2020

თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში

25-01-2019

ეროვნული ინტეგრაცია

25-01-2019

ეროვნული ინტეგრაცია

12-05-2020

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) - მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის ხელშეწყობა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით

22-01-2019

ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)

14-02-2020

თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ