projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
226


ჟურნალი კონკურსი სამეცნიერო ნამუშევრების მიღებაზე

უნიკალური ნომერი: 000637

კონკურსის შესახებ:

ჟურნალი "საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა" აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ჟურნალის მომდევნო ნომერში (2020 წლის ივნისი) გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალის შესახებ:

"საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა" არის ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი (ჟურნალი განთავსებულია EBSCO სამეცნიერო კვლევით ბაზაში), რომელსაც გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ჟურნალი მოიცავს სტატიებს, ნარკვევებს, მიმოხილვებს, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველი:

სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ სამართლის და მომიჯნავე სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, პრაქტიკოს იურისტებს და სტუდენტებს.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველთათვის:

თემატიკა:

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის, ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების რეფორმას საქართველოში ან/და მის ფარგლებს გარეთ.

ნაშრომები, შესაძლოა შეეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

** საკონსტიტუციო რეფორმა და კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურის მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში;
** კონსტიტუციური პრინციპები და მათი პრაქტიკული გამოყენების საფუძვლები;
** ადამიანის უფლებების მომწესრიგებელი დებულებები კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით;
** სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები, ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოთა და თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციათა გამიჯვნა;
** ახალი კონსტიტუციური ორგანოები და მათი როლი საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ;
** შეკავების და გაწონასწორების მექანიზმები;
** მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო ხელისუფლების კომპეტენცია;
** სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები და პრაქტიკა
** საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი პრაქტიკული ასპექტები;
** თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მარეგულირებელი დებულებები კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით;
** სხვა რელევანტური საკითხები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას.

აკადემიური ნაშრომის წარდგენის წესი და ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები:

** აკადემიური ნაშრომი მიიღება უშუალოდ ავტორებისგან;
** აკადემიური წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული (გარდა უცხოური სტატიის თარგმანისა);
** აკადემიურ ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს 150-200 სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე;
** რედაქტირების დროს, შესაძლებელია, აკადემიური ნაშრომის ზომის და შინაარსის კორექტირება;
** აკადემიური ნაშრომის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია;
** განსახილველად წარმოდგენილი აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული;
** მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word) არაუმეტეს 6 000 სიტყვისა; შრიფტი Sylfaen (ნაშრომის ქართულად წარმოდგენის შემთხვევა) ან Times New Roman (ნაშრომის ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში). შრიფტის ზომა: 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5სმ.
** აკადემიური ნაშრომის შერჩევის და დაბეჭდვის გადაწყვეტილების მიღებისას, განმსაზღვრელია ნაშრომის ხარისხი და აქტუალურობა.

ციტირება და პლაგიატი:

ჟურნალში განსათავსებელი აკადემიური ნაშრომების ციტირების სახელმძღვანელო სტანდარტებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf

ჟურნალის რედაქცია:

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და აკადემიური ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: clr@iliauni.edu.ge არა უგვიანეს 2020 წლის 6 მარტისა.


წყარო : http://jobs.ge

დამატებულია: 26-01-2020

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 06-03-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 17 დღე;


20-11-2019

აგროსაწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

04-02-2019

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) - პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვეპროექტი

21-01-2019

მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)

25-01-2019

ევროინტეგრაცია

25-01-2019

ევროინტეგრაცია

20-11-2019

აგროსაწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

04-02-2019

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) - პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვეპროექტი

21-01-2019

მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)


სიახლეების გამოწერა























Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ