ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000649 დასრულებული

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია

წყარო: EU4Business

განაცხადის ბოლო ვადა
მიმდინარე
საიტზე დამატებულია
12.02.2020

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია

ხშირად განმცხადებლის მიერ არჩეული ტექნოლოგია უკვე აკმაყოფილებს ევროკავშირის დირექტივებს. ამიტომ, ჩვენ შევქმენით უაღრესად მოქნილი პროგრამა – „LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია“ რომელიც მოიცავს რამოდენიმე ათას უკვე დამტკიცებულ საწარმოო აღჭურვილობას. ეს მარტივი მიდგომა მორგებულია კონკრეტულად იმ კომპანიებისათვის რომლებსაც სურთ შეიძინონ 300,000 ევრომდე ღირებულების მქონე დანადგარი. შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ გრანტის სახით უკან დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ აღებული სესხის 10%. „LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია“ მოიცავს შემდეგ საწარმოო აღჭურვილობას.

  • სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობა
  • სამშენებლო აღჭურვილობა
  • სამშენებლო მძიმე ტექნიკა
  • საკვები აღჭურვილობა
  • გათბობა/გაგრილების სისტემები
  • ლაბორატორიული აღჭურვილობა
  • სამედიცინო დანიშნულების აპარატურა
  • ენერგოეფექტურიანობისა და განახლებადი ენერგიის დანადგარები

გრანტის ოდენობა

LET-ის დინამიურ მიდგომაში გათვალისწინებული ტექნოლოგიების სია მუდმივად ფართოვება.

თქვენთვის საჭირო აღჭურვილობა არ არის წარმოდგენილი დაშვებული ტექნოლოგიების სიაში? დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ დეტალები. ჩვენ შევაფასებთ თქვენთვის სასურველი აღჭურვილობის დასაშვებობას.

დაწვრილებით