ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000691 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: სტრატეგიის და განვითარების ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა
31.05.2020
საიტზე დამატებულია
05.05.2020

კონკურსის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაციაა. GCSD-ის ძირითად მიზნებია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა.

GCSD ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას - "ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება". პროგრამის მიზანია საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება.

ამ მიზნით GCSD აცხადებს 100 000 ლარამდე საგრანტო კონკურსს. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტები.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 31 მაისი, 2020 წელი (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად GCSD-ი გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: პარასკევს, 15 მაისს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდგომ ელ-ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: განაცხადების მოთხოვნის ფორმა # 20-001.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.


წყარო: http://jobs.ge