projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
1137


საქართველოს მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის

უნიკალური ნომერი: 000703

გრანტის შესახებ:

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;

  • ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას;

  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;

  • ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას;

პროტოტიპის გრანტით ფინანსდება კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა, უკვე არსებული პროტოტიპის ტესტირება, დახვეწა ან/და გაუმჯობესება.

პროტოტიპი არის პროდუქტის პირველადი/ადრეული ნიმუში, რომელიც შექმნილია პროდუქტის კონცეფციის, ფუნქციური შესაძლებლობების გამოსაცდელად.

პროტოტიპირების მიმართულებით მცირე გრანტის საგრანტო პროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) პროექტის ინოვაციურობა;

ბ) პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი;

გ) პროტოტიპის გამართული გეგმა/ნახაზი;

დ) საგრანტო პროექტის განმახორციელებელი ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფუნდამენტური კვლევის პროექტები, ასევე პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებები არ დაფინანსდება.

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 95 პროცენტს. დარჩენილი 5 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2020 წლის 16 მარტის N16 ბრძანებით დამტკიცებულ მცირე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, ასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.


წყარო:https://grants.gov.ge/ka

დამატებულია: 12-05-2020

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 211 დღე;




12-02-2020

კომპლექსური მიდგომა

25-01-2019

USAID საქართველოს თხილის გაუჯობესების პროექტი

21-01-2019

მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)

17-02-2019

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან

17-02-2019

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან

12-02-2020

კომპლექსური მიდგომა

25-01-2019

USAID საქართველოს თხილის გაუჯობესების პროექტი

21-01-2019

მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ